logo
ENG



დავით ბერძენიშვილი: ჩვენ ხელს შევუწყობთ "ქართული ოცნების" რღვევას

15 ნოე 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
6vwmdborvf9ckux.jpg

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან კონსულტაციების დრო დამთავრდა. ამის შესახებ განცხადებას ბერძენიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე აკეთებს. მისი განცხადებით, გუშინ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და მიაღწიეს ჩარჩო-შეთანხმებას.

"ოპოზიციურმა პარტიებმა ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოლოდინი გვაქვს და ვეცდებით, რომ იყოს  პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. არსებულ სისტემაში 113 ხმის მიღება და თავიდან კონსულტაციების წამოწყება ხელისუფლებასთან არარელევანტურია და არც ვაპირებთ. ხელისუფლებასთან კონსულტაციების დრო დამთავრდა. ჩვენ ხელს შევუწყობთ "ქართული ოცნების" რღვევას, " - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საზოგადოება რუსთაველზე შეუსრულებელი დაპირების გამო გავიდა. „ქართული ოცნება" გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო.


close დახურვა